სასწავლო პროექტი


გურიის ღირსშესნიშნავი ადგილების რეკლამირება ამერიკელი ბავშვების დასამეგობრებლად

პროექტის მთავარი იდეა:
გურიის ღირსშესანისნავი ადგილების რეკლამირება.

პროექტის აქტუალობა:
ტურიზმის განვითარება _ ბავშვები მოიპოვებენ ინპორმაციას გურიის ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ.

პროექტის მიზანი:
უცხოელ ბავშვებთან მეგობრობა და მათი შესაძლო სტუმრობა საქართველოში.
დამუშავებულ მასალაზე პრეზენტაციის მომზადება.

მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი.

ვადები/ხანგძლივობა: 2–კვირა.

მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები მოიპოვებენ და მოამზადებენ მასალას, რომელსაც წარმოადგენენ ელექტრონული პრეზენტაციის საშუალებით ინგლისურ ენაზე.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ქაღალდი, ლექსიკპონი, კალამი, კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი, პროექტორი.

პროექტის მსვლელობა:
აქთივობა–1: კლასს ვყოპ 3 ჯგუფად
აქტივობა 2: მე და ჩემი ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი ერთად შევარჩევთ მოსწავლეებთან ერთად აქტუალურ თემას.
აქტივობა 3: დაფაზე ვწერ გურიის ღირსშესანიშნავ ადგილებს და განვიხილავთ თითეულ მათგანს. 
აქტივობა 4: ბავშვებთან ერთად განვიხილავთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება გურიის ღირსეშანიშნაობები ამერიკელი ბავშვებისთვის.
აქტივობა–5: ბავშვების ცოდნის გაღრმავება ბევრი უცხო სიტყვების მოპოვება გადათარგმნა და შესწავლა.


კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
უცხ.ს.IV.28. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • აღქმა-დამახსოვრების ხელშესაწყობად მიმართავს ინფორმაციის ორგანიზების სხვადასხვა ხერხს (სემანტიკურ რუკა, სქემატურ ჩანაწერებ, ტაბულა, გრაფიკ, მონაცემთა ბაზა და სხვა), ავლენს ლოგიკურ კავშირებს ინფორმაციის სხვადასხვა ნაწილებს შორის;სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით ახარისხებს/აჯგუფებ მოპოვებულ ინფორმაციას.

IV.29. მოსწავლეს შეუძლიალია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს; 
·           ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
·           მოქმედებს გუნდის წვრებთან შეთანხმებულად; მსჯელობს თანაგუნდელებთან (პრობლემის  გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად);
·            ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს
·           უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
·           ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
·           საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილის/გუნდის წევრების თანაშეფასებაში;
·           აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
·            კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
·            მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგის გაუმჯობესების ხელშესაწყობად.

პროექტის ხემძღვანელი: თამუნა თოფურია.

ხალმძღვანელის ელ.ფოსტა:tamunatofuria@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий